აშშ-ის დოლარის “ალტერნატივა” – რუსებს დეპოზიტების გახსნას ჩინურ იუანში სთავაზობენ
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანაში აშშ-ის დოლარის შემოდინების შეზღუდვის ფონზე, რუსული ბანკები მოქალაქეებს დეპოზიტების გახსნას ჩინურ იუანში სთავაზობენ.
ასე, მაგალითად, დღეიდან ჩინურ იუანში დეპოზიტების გახსნას წლიური 8%-ით კლიენტებს “ვითიბი ბანკი” სთავაზობს
ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეს გახდება სხვა უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გახსნის ყველაზე მომგებიანი ალტერნატივა”.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბანკმა მოქალაქეებს ნაღდი ფულით დოლარის შეძენა აუკრძალა. შეზღუდვა ძალაში 9 სექტემბრამდე იქნება. ამასთანავე, დოლარის რუბლზე გაცვლა ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში თანხის გატანა შეეძლებათ მხოლოდ იმ ანგარიშებიდან, რომლებიც 9 მარტამდე ჰქონდათ გახსნილი და მხოლოდ – 10 ათას დოლარამდე ოდენობით. 10 ათას დოლარზე მეტი თანხა გაიცემა მხოლოდ რუბლში და გატანის მომენტში არსებული კურსით.