ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ცნობილია

ორი დღის წინ ელექტროენერგიის ორი საათით გათიშვის მიზეზი ცნობილია. მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ “იმერეთზე” მომხდარი ავარიის ვერსიებიდან დივერსია გამოირიცხა. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, დაზიანება ჭექა-ქუხილმა გამოიწვია, რის გამოც ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გაწყდა.
„ელექტროსისტემის ხელმძღვანელს ბატონ ზუბურიძეს დავავალე, რომ ჩაერთო სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო უწყებები, რომ მომხდარიყო მოკვლევა, თუ რა იყო ძირითადი მიზეზები, ხომ არ იყო დივერსია, თუმცა ამ ეტაპზე ძალიან დიდი ალბათობაა იმის, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო“, – განაცხადა კალაძემ.
27 ივლისს მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზ “იმერეთის” მწყობრიდან გამოსვლას “კოლხეთი ორისა” და “პალიასტომის” გამორთვა მოჰყვა, რის შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს დენის მიწოდება შეუწდა. ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია, შესაბამისად, ელექტროენერგია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები