პუტინი ზელენსკის შეთავაზებას პირისპირ დიალოგზე უარით პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირდაპირ საუბარზე კრემლმა უარი თქვა. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინის დენაციფიკაციის მოთხოვნაზე, როგორც ამას ადრე უკრაინული მხარე იტყობინებოდა.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან პირისპირ დაჯდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები