ვანო მერაბიშვილი: აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში

“უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში”, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერმინისტრი და შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მერაბიშვილი უკრაინელებს გამარჯვებას უსურვებს.

“დღეს ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადოვისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. მე, ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობას მოვახმარ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებას.

გამძლეობას და უმოკლეს დროში გამარჯვებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხს.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”, – წერს მერაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები