ბრიტანეთის საგარეო უწყება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების რუკას აქვეყნებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე რუკას აქვეყნებს, რომელზეც აღნიშნულია ტერიტორიები, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე, რუსული სამხედროების ადგილმდებარეობები.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ცნობით, რუკა მათი დაზვერვის სამსახურის ცნობებზე დაყრდნობით მომზადდა.