კლიჩკო: მტერი დედაქალაქისკენ მოიწევს, ჩვენ ვემზადებით და დავიცავთ კიევს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მტერი სულ უფრო უახლოვდება დედაქალაქს.
მისი თქმით, მტერი ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებს და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს ენდონ.

“კიეველებო, მტერი დედაქალაქისკენ მოიწევს. მათ ღამით თეთრი ეკლესია დაბომბეს, იყო ბრძოლა ბურჩასა და გოსტომელში. ჩვენ ვემზადებით და დავიცავთ კიევს!

ყველა კიეველს მოვუწოდებ, არ დაკარგონ გამძლეობა. არ დაიჯეროთ დეზინფორმაცია. მტერი უკრაინელების გასატეხად ბევრ ტყუილს ავრცელებს. ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ რესურსებს!

კიევი მედგრად დგას და დადგება. ჩვენ ვიბრძოლებთ!”, – ამბობს კლიჩკო.

როგორც ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, გუშინ კიევში 2 სარაკეტო იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები