გლდანში, კორინთას ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდა

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, კორინთას ქუჩა რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, 1 158 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, 430 კვ.მეტრ ფართობზე კი ბეტონის საფარი მოეწყო. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო, ახლა კი მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 101 221 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები