კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 743 გამოვლინდა, აჭარაში – 167, იმერეთში – 446

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 840 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 743 შემთხვევა, აჭარა – 167, იმერეთი – 446, ქვემო ქართლი -192, შიდა ქართლი – 256, გურია – 153, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 390, მცხეთა-მთიანეთი – 94, სამცხე-ჯავახეთი – 63, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 046 საიდანაც, 3 424 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1390, აჭარაში – 366, იმერეთში – 635.

ამ ეტაპზე 772 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 337, აჭარაში – 105, იმერეთში – 141. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 247 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 28, იმერეთში – 18. ხოლო, 78 622 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 616 159 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 517 856, გარდაიცვალა 16 231 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები