პუტინმა რუსეთიდან 10 ათას დოლარზე მეტის გატანა აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნიდან 10 ათას დოლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გატანა აკრძალა.

შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აკრძალვა დღეიდან ამოქმედდება. მანამდე 10 ათას დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანისთვის, მხოლოდ დეკლარაციის პროცედურის გავლა იყო საკმარისი.

გარდა ამისა, ბრძანების თანახმად, რუსეთის არარეზიდენტებს „არამეგობრული ქვეყნებიდან“ და მათ კონტროლს დაქვემდებარებული სტრუქტურებიდან, ეკრძალებათ განახორციელონ ოპერაციები ფასიანი ქაღალდებითა და უძრავი ქონებით, მიიღონ რუბლში სესხები უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისიის დამტკიცების გარეშე.

განკარგულების ტექსტში ნათქვამია, რომ პუტინმა გადაწყვიტა დროებითი ზომების შემოღება „აშშ-ის და მათთან ერთად მყოფ სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრულ და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები