ჯო ბაიდენი: რუსეთს პასუხს ვაგებინებთ, ჩვენი სანქციები უკვე დამანგრეველ გავლენას ახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. განვიხილეთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების ჩათვლით მაშინ, როდესაც ის თავს იცავს რუსული აგრესიისგან. ჩვენ რუსეთს პასუხს ვაგებინებთ და ჩვენი სანქციები უკვე დამანგრეველ გავლენას ახდენს“, – დაწერა ჯო ბაიდენმა Twitter-ზე.
I just spoke with President Zelenskyy to discuss our continued support for Ukraine — including security assistance and humanitarian aid — as it defends itself against Russian aggression. We will hold Russia accountable, and our sanctions are already having a devastating impact. pic.twitter.com/9X9x07QbD0
— President Biden (@POTUS) March 1, 2022