“ბრიტანეთის მთავრობა აქტიურ მხარდაჭერას არ უწევს იმ ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ” – ბორის ჯონსონი
“რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც ემოციურად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კანონები საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ და თუ როგორ უნდა წარიმართოს ის”, – ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში იმ ბრიტანელი მოხალისეების გამგზავრების თემას, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ.
ადგილობრივ მედიის მიერ დასმულ კითხვას, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მხარს უჭერს მოხალისეებს მათ ძალისხმევაში უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდნენ, ბორის ჯონსონმა უპასუხა:
„ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რადგან თქვენ არ ხართ მართალი, როდესაც საბრძოლველად მიმავალი მოხალისეების მხარდაჭერაზე საუბრობთ. ჩვენ გვაქვს კანონები საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ის “, – განაცხადა ჯონსონმა. .