კანადამ რუსულ ხომალდებს თავის ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შესვლა აუკრძალა

ლონდონის შემდეგ რუსულ ხომალდებს თავის ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შესვლა კანადამ აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი ომარ ალგაბრა ავრცელებს.

„უკრაინაში აგრესიაზე რუსეთია პასუხისმგებელი და კანადა გააგრძელებს სადამსჯელო ქმედებებს. მან უკრაინაში შეჭრისთვის პასუხი უნდა აგოს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რუსეთის საკუთრებაში არსებული და რუსეთში რეგისტრირებული გემებისთვის კანადის წყლები და პორტები დავხუროთ. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით გავაგრძელებთ უკრაინის მხარდასაჭერად”, – წერს მინისტრი ტვიტერზე.

აკრძალვა ძალაში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოდან შევა.

აღსანიშნავია, რომ კანადამ რუსული თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცე უკვე დახურა. ის კიევს ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და რაკეტებს უგზავნის. კანადამ რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტიც აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები