ზელენსკი ბაბინ იარზე მიტანილ იერიშს ტვიტერით ეხმაურება – “ისტორია მეორდება”
უკრაინის პრეზიდენტი კიევის სატელევიზიო ანძაზე იერიშს ტვიტერით გამოეხმაურა.
„მსოფლიოს: რა აზრი აქვს 80 წლის განმავლობაში „აღარასდროს“ თქმას, თუკი მსოფლიო მაშინ დუმს, როდესაც ჭურვი ბაბინ იარს ხვდება? სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ისტორია მეორდება“, – წერს ზელენსკი.
To the world: what is the point of saying «never again» for 80 years, if the world stays silent when a bomb drops on the same site of Babyn Yar? At least 5 killed. History repeating…
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 1, 2022