“არ გვსურს, ღვთის სასამართლოზე დედების წყევლის მძიმე ტვირთით წარდგეთ” – რუსი სასულიერო პირების მიმართვა
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ათობით სასულიერო პირი უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და რუსებსა და უკრაინელებს შორის შერიგებისკენ მოუწოდებს.
სასულიერო პირებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს.
“საშინელი განაჩენი ელოდება ყველა ადამიანს. არცერთი მიწიერი ხელისუფლება, არც ექიმები, არც პირადი დაცვა არ დაიცავს ამ განაჩენისგან”, – წერენ ისინი.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ „თითოეული ადამიანის გადარჩენაზე ზრუნვისას, ვინც თავს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შვილად თვლის, ჩვენ არ გვსურს, რომ ამ სასამართლოს წინაშე წარდგეს დედების წყევლის მძიმე ტვირთის ტარებით. შეგახსენებთ, რომ ქრისტეს სისხლს, რომელიც დაიღვარა მაცხოვარს ამქვეყნიური ცხოვრებისათვის, ზიარებაში მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის ბრძანებებს გასცემენ მარადიულ ტანჯვაში“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს უკვე 60-მდე სასულიერო პირმა მოაწერა.
წერილის ავტორებმა განაცხადეს, რომ ისინი „გლოვობენ იმ განსაცდელს“, რომელსაც დაუმსახურებლად დაექვემდებარა უკრაინა და თვლიან, რომ უკრაინელმა ხალხმა „საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს დამოუკიდებლად და არა იარაღის მუქარით, დასავლეთის ან აღმოსავლეთის ზეწოლით“.
„სიმწრით ვფიქრობთ, იმ უფსკრულზე, რომლის გადალახვაც მოუწევთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს რუსეთსა და უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ დაიწყონ ერთმანეთთან მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული“, – წერენ ისინი.
სასულიერო პირებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსების მასობრივ დაკავებებზე.
„არაძალადობრივი მოწოდება მშვიდობისა და ომის შეწყვეტის, იძულებით არ უნდა იყოს აღკვეთილი და კანონის დარღვევად ჩაითვალოს, რადგან ასეთია საღვთო მცნება: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“, – ნათქვამია ღია წერილში.