გაზრდის თუ არა ნატო ბირთვული ძალების მზადყოფნას დონეს – სტოლტენბერგმა განცხადება გააკეთა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ის ვერ ხედავს მიზეზს ალიანსის “ბირთვული ძალების” მზადყოფნის დონის ამაღლებისთვის.
ამის შესახებ მან Associated Press-ს განუცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოკავშირეების დაცვისა და თავდაცვისთვის, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ახლა საჭიროა ნატო-ს ბირთვული ძალების მზადყოფნის დონის შეცვლა“, – თქვა მან.
მანამდე, ანალოგიური განცხადება თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ გააკეთა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მიზეზს ბირთვული ძალების მზადყოფნის დონის გაზრდისთვის და აგრძელებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შეფასებას, რუსეთის შეკავების ძალებში საბრძოლო მორიგეობის სპეციალური რეჟიმის შესახებ.