რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის საავადმყოფო დაბომბეს – არის მსხვერპლი

ხარკოვში საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაინგრა საავადმყოფო, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამასთან, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვში ჩამოაგდეს რუსეთის თვითმფრინავი, საიდანაც დღეს დილით ქალაქი დაბომბეს.

ნოვობავარსკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტატიანა ციბულნიკის ინფორმაციით, თვითმფრინავი ჩამოვარდა ლოსკის ბაზრობასთან. ეს არის თვითმფრინავი, საიდანაც დღეს დილით საცხოვრებელ კორპუსზე ავიაიერიში განხორციელდა, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები