ჟოზეფ ბორელი: პუტინმა და მისმა მთავრობამ პასუხი უნდა აგონ და აგებენ

პრეზიდენტ პუტინის და მისი მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც გაერო და ადამიანის უფლებების საბჭო ეყრდნობა. მათ პასუხი უნდა აგონ და აგებენ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის აღმაშფოთებელი თავდასხმა საერთაშორისო სამართალზე. ეს არის ჰუმანიტარული თანაცხოვრების მთავარი პრინციპების დარღვევა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მის ძალისხმევას დაიცვას საკუთარი ტერიტორია და ხალხი. უკრაინელი კაცების და ქალების სიმამაცე შთამბეჭდავია ყველა ჩვენგანისთვის. ვუერთდებით გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ შეწყვიტოს აგრესია. შეშფოთებული ვართ სამოქალაქო პირების მსხვერპლით. როდესაც ფოკუსირებულები ვართ უკრაინის ომზე, არ შეგიძლია, დავივიწყოთ სხვა სიტუაციები, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვევა. საქმე ადამიანების ღირსებასთან გვაქვს, რომელიც არცერთ ქვეყანასა და სისტემას არ ეკუთვნის. ევროკავშირი არ მიიღებს ფუნდამენტური თავისუფლების ძირის გამოთხრის ნებისმიერ მცდელობას“, – განაცხადა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები