ტარიელ ნაკაიძე – ხელისუფლებას: გათიშეთ საქართველოში მოქმედი მე-5 კოლონის რუსული პროპაგანდისტული არხები

„დღეს მსოფლიო ომშია ჩართული. ცივილიზებულ სამყაროს ებრძვის რუსული ფაშისტური ბოროტება. ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინელების ომი. ეს ომი საქართველოს ომიცაა. ჩვენი ვალია, ვიდგეთ სწორ მხარეს”, – განაცხადა ფრაქციის -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” – წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება დგას ბოროტების მხარეს.

„პრემიერმინისტრის სამარცხვინო განცხადებები ამის დასტურია. სამაგიეროდ, ქართული საზოგადოება დგას სწორ მხარეს და ყველა შესაძლებლობით იბრძვის, რომ ამ ომში ცივილიზებული სამყარო გამოვიდეს გამარჯვებული”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გათიშოს საქართველოში მოქმედი მე-5 კოლონის რუსული პროპაგანდისტული არხები, ხელი არ შეუშალოს მოხალისეების წასვლას უკრაინაში ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად. „მზად ვარ უკრაინიდან ერთი ოჯახი მივიღო და დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ასეთი, ვინც მათ მიიღებს”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები