ბორის ჯონსონი: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი დამარცხდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა იმაზე უარესია, ვიდრე ელოდნენ. ამის მიუხედავად, ჯონსონი დარწმუნებულია, რომ პუტინი დამარცხდება და მსოფლიო შეძლებს, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დაცვას.

„ტრაგედია, რომელიც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, მოხდა და ის ჩვენს პროგნოზებზე უარესია. ვხედავთ განვითარებად კატასტროფას ევროპის კონტინენტზე.

აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაბომბოს კორპუსები, გაგზავნოს იქ რაკეტები, დახოცოს ბავშვები.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ – უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე – რომ პუტინი დამარცხდება. მე მჯერა, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს და ჩვენ წარმატებას მივაღწევთ სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინის დაცვასა და შენარჩუნებაში“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები