თინა ბოკუჩავა: უკრაინის პრეზიდენტს უწევს, გაიწვიოს ელჩი კონსულტაციებისთვის იმისთვის, რომ გაარკვიოს, ბოლო-ბოლო, საქართველო ამ ომში რუსეთის მხარეს დგას თუ უკრაინის მხარეს?

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.

„ახლა, როდესაც, პრაქტიკულად, მთელი ცივილიზებული სამყარო იარაღს აწვდის უკრაინას იმისთვის, რომ გაზარდოს მისი თავდაცვისუნარიანობა, გერმანია ამისთვის კონსტიტუციას ცვლის, ევროკავშირი პირველად საკუთარ ისტორიაში აკეთებს ამას. საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობის ფონზე, საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ, რომ მოხალისეებად წავიდნენ უკრაინაში და გვერდში დაუდგნენ უკრაინელ ხალხს, მათ შორის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ძალისხმევას ბლოკავს საქართველოს ხელისუფლება, რამაც აღშფოთება გამოიწვია უკრაინული მხარის და თქვენ ნახავდით, მათ შორის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებებს აღნიშნულთან დაკავშირებით და ახლა უკვე როგორც ჩანს, მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინოდ, საომარი მოქმედებების დროს, უკრაინის პრეზიდენტს უწევს, რომ გაიწვიოს ელჩი კონსულტაციებისთვის, იმისთვის რომ გაარკვიოს, ბოლო-ბოლო, საქართველო ამ ომში რუსეთის მხარეს დგას თუ უკრაინის მხარეს? ძალიან სამწუხაროა, რომ ამ განცხადებებით და მოქმედებებით, „ქართული ოცნება“ იკავებს ბოროტების, რუსეთის მხარეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები