მედვედევი საფრანგეთის მინისტრს – “ეკონომიკური ომები ძალიან ხშირად რეალურში გადაზრდილა”
დიმიტრი მედვედევი საფრანგეთს ომით დაემუქრა. შესაბამისი განცხადება რუსმა დეპუტატმა “ტვიტერზე” მას შემდეგ დაწერა, რაც საფრანგეთმა რუსეთის წინააღმდეგ “ეკონომიკური ომის დაწყება” დააანონსა.
“დღეს რომელიღაც ფრანგმა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. ყურადღება მიაქციე შენს საუბარს, ჯენტლმენო! და არ დაგავიწყდეს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეკონომიკური ომები ძალიან ხშირად რეალურში გადაზრდილა”, – წერს მედვედევი “ტვიტერზე”.