მოლდოვის საგარეო: მოლდოვა დნესტრისპირეთის მიმართულებით სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, დნესტრისპირეთში რუსული საფრთხის გამო, სხვადასხვა სცენარისთვის ემზადება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ონლაინ ბრიფინგზე განუცხადა.

პოპესკუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვის მთავრობა წლების განმავლობაში დაჟინებით ითხოვდა დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას, მაგრამ ეს არ მოხდა.

ამასთან, ხელისუფლება ათვითცნობიერებს ყველა რისკს და ემზადება მათთვის.

“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას, მაგრამ მეტის თქმა არ შეგვიძლია, სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის, ამას ვაკეთებთ”, – განაცხადა მან.

პოპესკუმ ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის აღიარებისა და უკრაინული სცენარის გამეორების შესაძლებლობაზე.

მისი თქმით, არის პარალელები უკრაინისა და მოლდოვის სიტუაციებს შორის, მაგრამ არსებობს გეოგრაფიული და ისტორიული განსხვავებებიც, ასევე, ისიც, რომ მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლდოვა დარჩეს ამ ომის მიღმა, რათა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ – პოლიტიკური, მაგრამ ასევე სოციალური გაგებით“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოპესკუმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა უკვე მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის შესაძლებლობებს მათი მიღებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები