ხერსონში რუსეთის საჰაერო ძალები საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად, ჭურვები ორ ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ.

„1-ელ მარტს, 10:53 საათზე ხერსონში ჭურვები მოხვდა ორ ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რის შედეგადაც მე-2 და მე-3 სართულების ბინები განადგურდა და ერთ-ერთ სახლს ხანძარი გაუჩნდა. თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, გაზის გაჟონვა ფიქსირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები