სტოლტენბერგი პოლონეთში ნატო-ს საჰაერო ძალების ბაზაზე ჩაფრინდა
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პოლონეთში, ლასკაში საჰაერო ძალების ბაზაზე ჩავიდა.
ამის შესახებ ნატო-ს წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ განაცხადა.
„ახლახან ჩავფრინდით საჰაერო ძალების ბაზაზე ლასკაში, პოლონეთში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად“, – დაწერა მან “ტვიტერში”.
როგორც ცნობილია, ნატო-ს თვითმფრინავები ბალტიისპირეთის ქვეყნების ცაზე სადღეღამისო პატრულირებაზე გადავიდნენ.
24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების დღეს, შეერთებულმა შტატებმა ლიეტუვასა და ესტონეთში F-35 გამანადგურებლები გაგზავნა, ხოლო ნატო-ს დამატებითი გამანადგურებლები პოლონეთსა და რუმინეთში გადაისროლეს.