დმიტრო კულება: გაცოფებული პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის – პუტინი ვერ გატეხს უკრაინას

ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები მიმდინარეობს ხარკოვის ცენტრალურ „თავისუფლების მოედანზე“ და საცხოვრებელ უბნებზე. პუტინი ვერ გატეხს უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

ის მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ მეტი ზეწოლისკენ მოუწოდებს.

„გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი. გაზარდეთ ზეწოლა, სრულ იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი!“, – წერს კულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები