ჩერნიგოვიდან გასასვლელები დანაღმულია, ქალაქი თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადება
ჩერნიგოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, ქალაქიდან ყველა გასასვლელი დანაღმულია.
ჩერნიგოვის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ მოუწოდა ქალაქის მცხოვრებლებს, არ შეეშინდეთ და მოემზადონ ბრძოლებისთვის, თუ მტერი ქალაქში შეიჭრება.
“ჩერნიგოვში დამწვარი ჯავშანტრანსპორტიორისთვის 150 ათასი გრივნას ვაძლევ, ქვეითთა საბრძოლო მანქანის განადგურებისთვის 200 ათას გრივნას, ტანკისთვის – 250 ათას. 300 დოლარი ცოცხალი ან მკვდარი რუსისთვის”, – წერს ჩერნიგოვის მერი.