უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, 5710 რუსი სამხედრო დაიღუპა – უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემი

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, რუსული არმიის დანაკარგი, პირველი მარტის მდგომარეობით, 5710 ჯარისკაცს შეადგენს.

შესაბამის მონაცემს უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

ასევე, უკრაინელებმა ტყვედ 200 რუსი სამხედრო აიყვანეს.

რაც შეეხება მტრის ტექნიკას, დღესდღეობით განადგურებულია: 29 თვითმფრინავი; 29 ვერტმფრენი; 198 ტანკი; 846 ჯავშანმანქანა; 77 საარტილერიო სისტემა; 7 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა; 24 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; 60 ცისტერნა; 3 დრონი; 2 კატერი; 305 საავტომობილო ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები