კოლეჯ „სპექტრს“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დელეგაცია ესტუმრა

 

28 თებერვალს კოლეჯ „სპექტრს“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დელეგაცია ესტუმრა. ოფიციალურ სტუმრებს შორის იყვნენ: კარლ ტერსტენი (GIZ-ის რეგიონალური დირექტორი), სანდრა შენკე (GIZ-ის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი), ანა – ვალერია პეტერს (GIZ-ის PSD TVET SC პროგრამის დირექტორი), მისი მოადგილე სელმა ულრიხსი, მარიკა ზაქარეიშვილი (GIZ-ის განათლების ექსპერტი).

შეხვედრას დაესწრო პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი. კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ სტუმრების „სპექტრის“ პროგრამები და ინფრასტრუქტურა გააცნო. კოლეჯის CIM ექსპერტმა გეორგ ბრიუგერმა ისაუბრა დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მნიშვნელობაზე. მხარეებს შორის შედგა პროდუქტიული დისკუსია სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. GIZ-ის საქართველოს წარმომადგენლობა რეგიონში გახლავთ პროფესიული განათლების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი. კოლეჯ „სპექტრის“ პროგრამული თუ ინფრასტრუქტურული განვითარება დიდ წილად სწორედ GIZ-ის ჩართულობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები