“ვლადიმერ პუტინის გათვლა, რომ ბირთვულ საფრთხეს შეიძლებოდა, უკრაინელები დაეშინებინა, მცდარი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პუტინის ყველა გათვლა არასწორია.
“ბირთვული საფრთხე არის ფსიქოლოგიური ომი. თუ გადავხედავთ ვლადიმერ პუტინის წარსულს, დავინახავთ, რომ ის თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. ის უფრო ძლიერია ფსიქოლოგიურ შეიარაღებაში, ვიდრე – კლასიკური ომის წარმართვაში. მან არასწორი გათვლები გააკეთა. ყველა მისი გათვლა არასწორი იყო. მისი გათვლა უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე მცდარი გამოდგა. გათვლები უკრაინის მიმართ პოლიტიკურ რეაქციაზე მცდარი იყო. არსებობდა აზრი, რომ ზელენსკი ახალგაზრდაა, გამოუცდელია და ის მაშინვე დანებდებოდა. პუტინის გათვლები ასევე მცდარი იყო ევროკავშირზეც. და ჩემი აზრით, მისი გათვლა, რომ ბირთვულ საფრთხეს შეიძლებოდა უკრაინელები დაეშინებინა ასევე მცდარი აღმოჩნდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.