“დაზვერვის ოფიცრები” – აშშ გაერო-დან 12 რუს დიპლომატს აძევებს

აშშ გაერო-ში აკრედიტირებულ 12 რუს დიპლომატს აძევებს.

ამის შესახებ ორგანიზაციაში შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენელმა, ოლივია დალტონმა განაცხადა და “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებულ პირებს “დაზვერვის ოფიცრები” უწოდა.

მისი განმარტებით, რუსმა დიპლომატებმა „ბოროტად გამოიყენეს ქვეყანაში ცხოვრების პრივილეგიები, ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართულობით“, რაც შეუთავსებელია აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან.

დალტონის თქმით, ვაშინგტონი მოქმედებს გაერო-ს შტაბ-ბინის შეთანხმების შესაბამისად.

ამერიკელ დიპლომატს არ დაუზუსტებია, თუ რა ვადაში უნდა დატოვონ რუსმა დიპლომატებმა გაერო, თუმცა, ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებეზნიამ თქვა, რომ მისიის თანამშრომლებმა ვაშინგტონი 7 მარტამდე უნდა დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები