გაერო: უკრაინაში ომის 4 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასობით დაიჭრა

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, გაერო-ს მონაცემებით, უკვე 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.

Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაჩელეტის ოფისმა ჟენევაში განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულთა შორის, სულ მცირე 7 ბავშვია. მსხვერპლთა უმეტესობა საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დაბომბვამ გამოიწვია.

გუშინ, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი მონაცემი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, რუსეთთან ომს უკვე 352 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 16 ბავშვია, დაშავდა 2040 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 45 ბავშვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები