რუსეთში სამხედროების სიცოცხლე 50 დოლარად შეფასდა
უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 11ათას რუსულ რუბლს გადაუხდის.
ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ტელეგრამის არხი იტყობინება.
„დღევანდელი კურსით, პუტლერმა თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა. 50 დოლარი რუსი ოკუპანტის სიცოცხლის ფასია!“, – ნათქვამია ანგარიშში.
24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტმა, დაახლოებით, 5,3 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა.