“ეს ის სიმართლეა, რომელმაც, ამ ეტაპზე მორიგი სისხლისღვრისგან გადაარჩინა ეს ქვეყანა!”-გიორგი მამაცაშვილი

“რეპორტიორის” გენერალური დირექტორი, გიორგი მამაცაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“რამდენიმე წელია, ვუყურებ და ვუსმენ!
მთელი წელია, ვუსმენ და ვაკვირდები!
მთელი დღეა, ვუსმენ და გული მერევა!

ბოკერიას ჩერგოლეიშვილმა – “პირსახემოტყ… ულოო”, სანაცო დამცველმა ლომჯარიამ – “გაჩუმდი და თავი დაგვანებეო”, სააკაშვილმა – “იდიოტოო”, ე.წ. ჟურნალისტებმა – ზოგმა რა და ზოგმა რა უწოდა…
ბევრმა წყალწაღებულმა და ჩრჩილთანნხელშეკრულებაგაფორმებულმა კუმ ფეხი გამოყო – “მეც ნახირ-ნახირო” და მიდის გაუთავებელი ბულინგი პრემიერ-მინისტრის…
ნეტაი, არ აფრენდეთ რა…
უზრდელები რომ ხართ, ფაქტია და მე ვეღარაფერს გიშველით…

არა რა, ჩვენი საშველი მართლა არ არის. ისრაელმა და ბრაზილიამ უარი თქვეს სანქციებზე და კაციშვილს ხმა არ ამოუღია, ბაიდენის კელი დეგნანმა ღარიბაშვილი მიღებული გადაწყვეტილებისა და უკრაინის მიმართ თანმიმდევრული ქმედითი ნაბიჯების გამო შეაქო და ვითომც არც გაუგიათ.
ჰო, ეს ის დეგნანია, გვარამია კორუმპირებულობაში რომ სდებდა ბრალს და გვარამიას “თანაალამუტელები” მის ფრაზებს ქვეყნის დასაცინად და ხელისუფლების საქილიკოდ რომ იყენებენ ხოლმე…
ასეა, როგორც და როცა აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ…

უზრდელები არიან!
თავხედები არიან!
თავზეხელაღებული ” ბეზპრიდელნიკები” არიან.
ამ ენას უფრო გაიგებენ რუსეთის მოქალაქე ნაყოფია, ვაშაძე და მათი მიმდევრები, მგიმოელი ლიაკა და სხვებიც…
ბევრნი არიან, სხვათაშორის.
ბევრნი არიან და ლეგიონია მათი სახელი!

1991-1992 წლების სამხედრო პუტჩის შეფასება დროულად რომ მომხდარიყო, ბევრი დღესაც მუცელში ენაჩაგდებული იქნებოდა!
არც ახლაა გვიანი!
2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციის სამართლებრივი შეფასება რომ დროზე მომხდარიყო, ციხის გისოსებს კარგა ხნის განმავლობაში უნდა ხეხავდნენ ახლა ბოკერია-სააკაშვილით დაწყებული და ბობოხიძე-ბარამიძით დამთავრებული!
შუაში კიდევ ბევრნი არიან ჩამოსათვლელები და თავს არ შეგაწყენთ!

კანონი რომ კანონობდეს და ჟურნალისტს ჟურნალისტი ერქვას, თავის საქმეს პირნათლად ასრულებდეს და საზოგადოებას ინფორმაციულ საზრდოს აწვდიდეს, ავშენდებოდით, მაგრამ ე.წ. “რეფორმატორთა ფრთამ” გარყვნა ქართული ჟურნალისტიკა თავის დროზე და დღეს კიკუდ ქცეულ რამდენიმე ნაძირალას ვუსმენთ და მათი შედგენილი დღის წესრიგით ვცხოვრობთ!
კანონი რომ მიეღო თუნდაც ამ პარლამენტს ცილისწამების შესახებ, ამ დღეში არ ვიქნებოდით!
ამდენი ნაძირალა ბილწსიტყვაობითა და უბინძურესი მეთოდებით არ დაუწყებდა ბრძოლას არავის და ადამიანურ ურთიერთობებს ჩრდილი არ მიადგებოდა.
ლიბერალიზმი ქაოსში არ აგვერეოდა და თავისუფლება – ქაქის ჭამაში!
არც ახლაა გვიანი ამ კანონის მიღება და თუ არ სურთ, მერე სხვას არ დაემდურონ სხვადასხვა ბინძური ფეიკებით განაწყენებული პოლიტიკოსები და პარლამენტარები!

ღარიბაშვილზე ვამბობდი…
რაც თქვა, სამწუხარო სიმართლე თქვა და ჩვენ უნდა გავიგონოთ!
ეს ის სიმართლეა, რომელმაც, ამ ეტაპზე მორიგი სისხლისღვრისგან გადაარჩინა ეს ქვეყანა!

სხვათაშორის, სააკაშვილმაც ბევრჯერ თქვა სამწუხარო სიმართლე და ჯერ იმ აღიარებით ჩვენებებზეც ბრალი არავის წაუყენებია.

ორ რამეს ვერ პატიობენ ირაკლი ღარიბაშვილს და ვინც მიცნობს, ისიც კარგად ეცოდინება, რომ სიმართლეს ვამბობ: ვერ პატიობენ ციხეში ჩასმულ დამნაშავეებს (სხვადასხვა დროს) – მერაბიშვილს, ახალაიას, უგულავას, ქარდავას, სააკაშვილს…
და კიდევ წვრილმან, მაგრამ გავლენიან დამნაშავეებს!
და ვერ პატიობენ ბიძინა ივანიშვილის ერთგულებას!
ვერ პატიობენ, რადგან მათთვის ერთგულება მარტოოდენ დღევანდელი დღის ლუკმაა. მუდმივი ერთგულება მათთვის დასაცინი თემაა.

ერთიც უნდა ვთქვა:
გიორგი სანაიას მკვლელობაში არაერთხელ(!) დაადანაშაულეს სააკაშვილის ფრთა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში – პირადად მიხეილ სააკაშვილი!
მაშინ “ასავალ-დასავალში” ვწერდი და ხშირი შეხება მქონდა დღევანდელ ოპოზიციონერ რესპოდენტებთან.
დღეს ეს ადამიანები სააკაშვილის ტაკიმასხარებად არიან ქცეულნი და ჩაყოლას ჩათრევა ამჯობინეს…
მათი არჩევანია…
უბრალოდ, ის მიკვირს, ხალხი რატომ ჰგონიათ უვიცები და არჩევანის უნარს მოკლებულები?!

P. S.

მოკლედ, ვინც დედას დაეკარგა, დღეს ყველა ღარიბაშვილის ლანძღვაზეა გადასული…
ვინც თანამდებობა დაკარგა ან ვერ შეინარჩუნა, ირაკლის გინებაში ავარჯიშებს ენას…
ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა ან მოხვდა და მასაც მწარედ მოხვდა, ისიც ღარიბაშვილზე ილესავს ენას…
და ეს დაკარგულ-ალესილ-ალამუტელები მორალს გვიკითხავენ, როგორ უნდა გვიყვარდეს უკრაინა…
თითქოს იმავე უკრაინიდან გუშინ არ ჰყავდათ გაძევებული გიჟმიშა და არ ლანძღავდნენ “უმადურ უკრაინელებს” (მათივე ტერმინია!) და თითქოს პუტინის დავალებით არ მისცა მოქალაქეობა ზელენსკიმ, როცა მისცა…”-წერს გიორგი მამაცაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები