“აუცილებელია რუსეთის აგრესიის დაძლევა” – ბორელი უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირში
უკრაინას აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ წევრობა არ დგას დღის წესრიგში, რადგან რუსეთის აგრესია უნდა დაიძლიოს, – განაცხადა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.
“დღეს ეს არ დგას დღის წესრიგში, დამიჯერეთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უფრო პრაქტიკულ საკითხებზე. წევრობა არის ის, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში მრავალი წელი დასჭირდება და უკრაინაში შეჭრაზე პასუხი უახლოეს საათებში უნდა გავცეთ. არა უახლოეს წლებში, არამედ მომდევნო რამდენიმე საათში”, – თქვა ბორელმა.
მისი თქმით,”უკრაინას აშკარად აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვებრძოლოთ აგრესიას”.
“მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაამარცხოს მეზობელი ქვეყანა თავისი სამხედრო შესაძლებლობების გამოყენებით. თუ ამას დავუშვებთ, ეს იქნება ჯუნგლების კანონი. ეს არის ძლიერების კანონი: „მე შენზე ძლიერი ვარ და მოგკლავ. მე გამოვიყენებ ჩემს კანონს თქვენს წინააღმდეგ”. ეს არის ჯუნგლების კანონია. და ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენთვის, ევროპელებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეჩერდეს”, – ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა.
ევროკავშირში სპეციალური წესით მიღებაზე განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გააკეთა.
ცოტა ხნის წინ კი, ანალოგიური მიმართვა ევროკავშირისადმი მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმაც გააკეთა.