ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი მაისურებით ჩაატარებს

ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის ფეხბურთელები შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი მაისურებითა და უკრაინის ჰიმნის თანხლებით ჩაატარებენ, რითაც მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას გამოუცხადებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მატჩი, დღეს, 21:00 საათზე სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება და EU-ს გუნდი ილიაუნის გუნდს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ თამაში პრინციპულად გადამწყვეტი ხასიათის იქნება და გამარჯვებული გუნდი ცხრილში ადგილს გაიმყარებს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები