Airbnb 100 000 უკრაინელ ლტოლვილს უფასო განსახლებით უზრუნველყოფს
Airbnb უკრაინიდან ლტოლვილ 100 000 ადამიანს, მეზობელ ევროპულ ქვეყნებში დროებით უფასო განსახლებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იუწყება.
კომპანიის დამფუძნებლებმა ევროპის სახელმწიფო მეთაურებს ოფიციალური წერილით მიმართეს და ლტოლვილების მისაღებად მხარდაჭერა შესთავაზეს.
უკრაინელი ლტოლვილების განსახლების საფასურს Airbnb საკუთარი და დონორების ხარჯებით დაფარავს.
წერილები მიიღეს პოლონეთის, გერმანიის, უნგრეთის და რუმინეთის ლიდერებმა. კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს მთავრობებთან, რათა უკეთ დააკმაყოფილოს თითოეული ქვეყნის სპეციფიკური საჭიროებები, მათ შორის გრძელვადიანი თავშესაფრის უზრუნველყოფის გზით.
უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებათ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმისაწვდომ რესურს ცენტრებს.