სოზარ სუბარი: ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ოპოზიცია ცდილობს, უკრაინის ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს
„ერთადერთი ქვეყანა ვართ, საქართველო, სადაც ოპოზიცია ცდილობს, უკრაინის ტრაგედია – მართლაც მსოფლიო კატასტროფა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, უკრაინის მიმართ ახალგაზრდების გულწრფელი მხარდაჭერა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.
„ერთადერთი ქვეყანა ვართ, საქართველო, სადაც ოპოზიცია ცდილობს, უკრაინის ტრაგედია – მართლაც მსოფლიო კატასტროფა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ეს რომ ასეა, დღევანდელ ბიუროს სხდომაზეც გამოჩნდა და ეს ჩანს ყველგან, სადაც კი ქართული ოპოზიცია რაიმეს გადაწყვეტს. ცდილობენ, უკრაინის მიმართ ახალგაზრდების გულწრფელი მხარდაჭერა, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ. დარწმუნებული ვარ, ეს მათ არ გამოუვათ და მათ ამის საშუალებას არც ქართველი ხალხი მისცემს და არც საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა სუბარმა.