ოთარ შამუგია: პირადად გამოვლილი მაქვს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, საკუთარი ქალაქისა და კუთხის იძულებით დატოვება

პირადად გამოვლილი მაქვს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, საკუთარი ქალაქისა და კუთხის იძულებით დატოვება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

ოთარ შამუგიას თქმით, ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, რათა უკრაინაში მშვიდობა სწრაფად იყოს მიღწეული.

„პირველ ყოვლისა, მინდა, გამოვეხმაურო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ძალიან სამწუხარო მოვლენებს, რაც არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა. ჩვენ ეს ყველაფერი, წლების წინ გამოვლილი გვაქვს. მე პირადად გამოვლილი მაქვს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, საკუთარი ქალაქისა და კუთხის იძულებით დატოვება. ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღწეული უკრაინაში მშვიდობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები