გომელოში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დაიწყო
ბელარუსის საზღვართან ქალაქ გომელოში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება დაიწყო.
მოლაპარაკებაში რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის მრჩეველი, ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს.
დელეგაციაში ასევე შედიან: თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ანდრეი რუდენკო და ალექსანდრ ფომინი, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ლეონიდ სლუცკი.
უკრაინულ დელეგაციას მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” ფრაქციის ხელმძღვანელი – დავით არახამია
ხელმძღვანელობს.
მასში ასევე შედიან: თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე დონბასის საკონტაქტო ჯგუფში, ანდრეი კოსტინი.
ბელარუსის მხრიდან შეხვედრას ესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი.