ლიეტუვა ჰააგის სასამართლოს მიმართავს, გამოიძიოს პუტინის მიერ უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები
ლიეტუვა მიმართავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გამოიძიოს რუსეთის და ბელარუსის მხრიდან უკრაინაში „სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“.
ამის შესახებ ლიეტუვის მთავრობის საიტზეა ნათქვამი.
„დღეს მთავრობა დათანხმდა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ინიციატივას, მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, რუსეთისა და ბელარუსის მიერ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ დგება საკითხი ორი ქვეყნის ხელმძღვანელობაში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც „გადაწყვეტილების მიღებაზე არიან პასუხისმგებელი“.
მანამდე, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში დაადასტურეს, რომ უკრაინისგან განცხადების მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ გენოციდზე საქმის აღძვრის შესახებ.