ვოლოდიმირ ზელენსკი: თითოეული ჩვენგანი მეომარია საკუთარ მიწაზე და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს

„როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, ვთქვი, რომ ყველა ჩვენგანი პრეზიდენტია იმიტომ, რომ ყველა პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი ქვეყნის წინაშე – ახლა კი ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია”, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოსახლეობას.

მისივე თქმით, მეომრების გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, ვთქვი, რომ ყველა ჩვენგანი პრეზიდენტია იმიტომ, რომ ჩვენ ყველა პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენს მშვენიერ უკრაინაზე. ახლა კი ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია – მეომარი საკუთარ მიწაზე და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები