უკრაინის პრეზიდენტმა, ვoლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირს სასწრაფოდ გაწევრიანებას სთხოვს, ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურის მიხედვით”, – თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მადლობას უხდის პარტნიორებს ქვეყნის გვერდით დგომისთვის.
„მაგრამ ჩვენი მიზანია, ვიყოთ ყველა ევროპელთან ერთად და, რაც მთავარია, ვიყოთ თანაბარ პირობებში“, – განაცხადა მან.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს სამართლიანია.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია”, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა გაიმართება.
ამის შესახებ მან ტელეარხ BFM-ის ეთერში თქვა.
„ეს არის დებატები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან ძლიერი შეთანხმება უკრაინასთან, რომლის განხორციელებაც უნდა დაჩქარდეს. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს“, – განაცხადა მიშელმა.