სირია რუსეთთან ერთად შეებრძოლება შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების შედეგებს, – განაცხადა სირიის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა, ლუნა შიბლმა.
”რა თქმა უნდა, რუსეთი დადგა ჩვენ გვერდით და ჩვენ მას დავუდგებით, ეჭვგარეშეა”, – თქვა შიბლმა კითხვის საპასუხოდ, მიიღებს თუ არა სირია მონაწილეობას სანქციების ერთობლივ დაძლევაში.
სირიის ლიდერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ სანქციები მტკივნეულია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და მისი მოქალაქისთვის, თუმცა, მისი აზრით, რუსეთი “მომზადებულია ასეთი სცენარისთვის და შეუძლია ადაპტირება”, ხოლო დასავლეთი არ არის მზად ასეთი განვითარებისთვის.