რუსეთის დაინტერესებულია, უკრაინასთან შეთანხმებას რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განუცხადა, რომელიც ბელარუსის საზღვართან უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს.
“რუსეთი დაინტერესებულია, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებაზე გავიდეს, რაც შეიძლება სწრაფად”, – თქვა მან და დასძინა, რომ “შეთანხმებები ყველა მხარის ინტერესებში უნდა იყოს”.
მედინსკის თქმით, რუსეთის დელეგაციას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე მთელი ღამე არ ეძინა.
ასევე, მან არ დაასახელა, თუ ვინ შედის რუსული დელეგაციის შემადგენლობაში.
რაც შეეხება მოლაპარაკებების დაწყების დროს, მედინსკი ამბობს, რომ ისინი მოსკოვის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების გამართვა გუშინ გადაწყდა.
შეხვედრა ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატიის მიდამოებში გაიმართება.
უკრაინულ დელეგაციას მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი, დავით არახამია ხელმძღვანელობს.