რუსეთმა ნიკოლაევის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა
რუსეთის ძალებმა ნიკოლაევსკის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიკოლაევსკის სამხედრო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
წინასწარი მონაცემებით, რუსი სამხედროები აეროპორტს სამჯერ დაესხნენ თავს.
ცნობისთვის, 27 თებერვალს ბელარუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტები ჟიტომირის აეროპორტში გაუშვეს.