„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს
„ვითიბი ბანკ ჯორჯია“ საცალო პორტფელის „ბაზისბანკზე“ გასხვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ უმთავრესი მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი დეპოზიტარების და მომხმარებლების ინტერესები და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე.
ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც ბაზის ბანკის, აგრეთვე ვითიბი ბანკის ფილიალებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.