ვიტალი კლიჩკო: კიევის მეტრო მხოლოდ თავშესაფარი იქნება, ტრანსპორტი აღარ იმუშავებს
“კიევის მეტრო მხოლოდ თავშესაფარი იქნება, ტრანსპორტი აღარ იმუშავებს” – კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს აფრთხილებს.
ტელეგრამის არხზე, კლიჩკო კიეველებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში ან თავშესაფრებში და გარეთ გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
“მეგობრებო! კიეველებო უსაფრთხოების მიზნით, მაქსიმალურად დარჩით სახლში ან თავშესაფრებში! არ გამოხვიდეთ და არ წახვიდეთ ქალაქში. მათ გარდა, ვინც მუშაობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. სახლი მხოლოდ თავშესაფარში წასასვლელად დატოვეთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქალაქს!”, – წერს კლიჩკო.