უკრაინაში საქართველოს ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან

უკრაინაში საქართველოს ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან საზღვრების მიმართულებით.

როგორც გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, შეტევები არის სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ, მგზავრობა არ არის უსაფრთხო.

“ვართ კიევში, საელჩოში, როგორც პოლიტიკური ნაწილი, ასევე საკონსულოც საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უპირველეს ყოვლისა, ვემორჩილებით უკრაინის ხელისუფლების მოწოდებებს, მათ შორის, ის, რომ ვიყოთ სახლში და როგორც კი დაიწყება განგაში, ჩავიდეთ თავშესაფარში.

მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში და როდესაც დაიწყება საყვირის ხმა, ჩავიდნენ თავშესაფარში. ასევე, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან საზღვრების მიმართულებით, ვინაიდან გადატვირთულია როგორც ქალაქიდან გასასვლელი გზები, ასევე, გამშვებ პუნქტებთან მისასვლელ გზებზე არის უზარმაზარი საცობი,” – განაცხადა საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები