ფინეთი უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფინეთი უკრაინას 50 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება.
“ვისაუბრე ფინეთის პრეზიდენტთან. ჩვენს თავდაცვაზე მივაწოდე ინფორმაცია. მათ შორის, კიევზე არსებულ სარაკეტო თავდასხმაზე. მადლიერი ვარ ფინეთის მიერ 50 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფის გამო. ეს მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ანტისაომარი კოალიციისთვის. მუშაობას ვაგრძელებთ.
ახლა გვჭირდება სანქციებისა და უკრაინის თავდაცვის ნაწილში დახმარების ზრდა”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. უკრაინაში ინტერვენციას რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარება უძღოდა წინ.