ჩერნობილის ზონაში რადიაციის მომატება ფიქსირდება

ჩერნობილის ზონაში დაფიქსირდა რადიაციის კონტროლის დონის გადაჭარბება.

ამის შესახებ უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

„რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, მიუთითებს იმაზე, რომ გამა გამოსხივების დოზის კონტროლის დონეები (წითელი წერტილები) მნიშვნელოვანი რაოდენობით არის გადაჭარბებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ, ამ ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

24 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები